პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ბრიუსელში, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და ნატოსა და ევროკავშირში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ.