თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობენ, რომელიც 31 აგვისტო - 1 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში იმართება.


აღნიშნული ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ლონდონის ფორუმის დღის წესრიგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა, მათ შორის: სახელმწიფოებისგან მომდინარე გამოწვევები, ტექნოლოგიები და  ინოვაცია, ენერგოუსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, სტრატეგიული მინერალები, ადამიანებით ვაჭრობა, კოსმოსური ძალები, კრიპტოვალუტა და ციფრული აქტივები.

ღონისძიებას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

ქართველი კანონმდებლები ფორუმში, ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის მიწვევით მონაწილეობენ.