ჩვენი ინტერესია არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვამტკიცებთ, რომ უკეთესი შეფასებები მოჰყვეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება. მან ასევე ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე ისაუბრა.
„ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა უზარმაზარი გარღვევაა. ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი დაიდო, სიახლეები შემოვიდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის არჩევნები იქნება სამაგალითო და სათანადოდ შეფასდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.