სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ვადას როგორ დაასრულებს, ეს დამოკიდებულია, „ქართული ოცნება“ რამდენს დახარჯავს ოპოზიციის მოსასყიდად, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე საკითხია, პოლიტიკურად რამდენად აწყობთ ფულის ხარჯვა, რადგან პრეზიდენტის გადაყენება რამდენიმე მილიონი დაჯდება.

„პრეზიდენტი ევროინტეგრაციის პროცესში მის როლს ისე ხედავს, რომ დასავლეთში საკუთარი ხარჯებით იაროს მაშინ, როცა მისი მოწინააღმდეგეები პირად საქმეებზე დადიან. როგორც ვიცი, თავისი ფულით დადის. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ვადას როგორ დაასრულებს, ეს დამოკიდებულია, „ქართული ოცნება“ რამდენს დახარჯავს ოპოზიციის მოსასყიდად. აქამდე ძვირი არ ჯდებოდა. ყოველ შემთხვევაში, „ქოცებს“ იმდენი ფული აქვთ, რომ მათთვის ძვირი არ არსებობს. მეორე საკითხია, პოლიტიკურად რამდენად აწყობთ ფულის ხარჯვა. პრეზიდენტის გადაყენება რამდენიმე მილიონი დაჯდება. უხერხულიც კი არის, მილიონიც რომ არ დაუჯდეთ. გააჩნია, რამდენს გადაიხდიან. მჯერა, რომ ვინც არ გაიყიდება, იმასაც გული დაწყდეს, რატომ არ გავიყიდეო. ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი გარკვეულია. იმდენად ძვირს ვითხოვთ, რომ ჩვენამდე არ მოდიან და ჩვენს კოლეგებს მანამდე იაფად შოულობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.