მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური დისკუსიის გამართვა და მისი პოზიციის მოსმენა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის არის მნიშვნელოვან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან მიმართვა, რამაც მე მაფიქრებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკაში სრულად დაბრუნდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით - პოლიტიკურად გააქტიურდა. ამის მაგალითია სასამართლოში მისი გამოსვლა.
მოგვწონს თუ არა მოგვწონს, ეს ადამიანი ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა. ამიტომ ჩვენ, პოლიტიკოსებს, წინასაარჩევნო წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვჭირდება, რადგან საკითხები, რომელიც ოპოზიციის შიგნით უნდა შეთანხმდეს, აზრი არა აქვს შეათანხმო “ნაციონალურ მოძრაობაში“, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.
გთხოვეთ, როგორც პარლამენტის წევრს, უფლება მოგეცათ მიხეილ სააკაშვილს შევხვედროდი, პოლიტიკური მოვლენები მასთან ერთად განმეხილა, რადგან ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩართვის სურვილს აცხადებს.
თქვენი ეს შეზღუდვა არის დეპუტატის საქმიანობის და პოლიტიკური პროცესის ხელშეშლა.
მიხეილ სააკაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ლიდერი და ერთპიროვნული მმართველი. თუ გვინდა ნორმალური საარჩევნო გარემო გვქონდეს, ამ ადამიანთან პოლიტიკური დისკუსიის გამართვა და მისი პოზიციის მოსმენა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.