ოცნებამ გადაწყვიტა, საქონლის ძოვება დაარეგულიროს და საძოვრებზე საქონლის "არასწორად" ძოვებისთვის შემოიტანა ჯარიმები: 20 სულამდე - 300 ₾, 20-100 სულამდე 1400 ₾. 100 სულზე ზემოთ 2400 ₾ ჯარიმაა.
ხალხის გაპარსვის უნიკალური გზა მოიფიქრეს ქოცებმა და ამ დროს მედია ისევ იდიოტობებითაა დაკავებული. - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
საქონლის ძოვების დარეგულირების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მან დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შეუძლებელია საქონლის ძოვება იყოს უკანონო.