„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაწყვიტოს რას აპირებს, რადგან ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციასაც ეხება.
როგორც ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ საუბარში აღნიშნა, თუ პარტია საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდება, იმედს იტოვებს, რომ მას რამენაირად ქართველი ხალხი აღმოფხვრის.
„ნაცმოძაობამ“ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს დაშლა, თუ „რექონსილეიშენი“ [ხელახალი შერიგება], იმიტომ, რომ ეს კითხვა ოპოზიციასაც ეხება. დიდი ხანი ეს გაურკვეველი პასუხი ამ კითხვასთან დაკავშირებით საერთო საქმეს აფუჭებს. ვერ გეტყვით საბოლოო ჯამში საით წავა ეს პროცესები იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ წასვლასაც ველოდებოდი და დაშლასაც. არც იშლებიან, არც მიდიან და არის ჭაობი, რომელსაც არაფერი ეშველება. იმედი მაქვს, რომ მალე აღმოიფხვრება [ეს პრობლემა], არ ვიცი რანაირად. ან მთლიან „ნაცმოძრაობას“ აღმოფხვრის ქართველი ხალხი რამენაირად“, - აღნიშნა ხვიჩიამ.