ამ ცხრა რეკომენდაციას იგივე ბედი ელოდება, რაც 12 რეკომენდაციას, მაშინაც ვმუშაობდით და ახლაც ვიმუშავებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ევროპელებმა მაშინაც დაინახეს ჩვენი მუშაობა, ოპოზიციის სიზარმაცე და საბოტაჟი. მათ სიზარმაცესა და საბოტაჟს ახლაც ხედავენ. ბრიუსელის მიერ დადგენილი რეკომენდაციები რომ უნდა შევასრულოთ, თურმე, ზოგიერთ ოპოზიციონერს არ მოსწონს და თავისი გეგმა გააჩნია. ეს როგორც მინიმუმ პოლიტიკური უმეცრებაა, რადგან გეგმა დაწერა ბრიუსელმა და ეს უნდა შესრულდეს. ოპოზიციის გეგმა არავის აინტერესებს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ბრიუსელი წყვეტს და არა რომელიმე ოპოზიციონერი. როცა ასეთ პოლიტიკურ უმეცრებას ავლენ და თან წინასაარჩევნოდ, გასაგებია, რა შედეგებზე იქნება საუბარი ოქტომბრის არჩევნებში“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.