ქვეყანაში ისეთი ე.წ. პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს, რომლის მიმართაც საჯაროდ აღიარებული მტკიცებულებები არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მაღალი ხარისხის მტკიცებულებებია.
„ამ რეჟიმმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საბედნიეროდ, ცოცხლად დარჩენილი მოწმეები არიან, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს იმ სისასტიკეს აცნობდნენ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა. პოლიტიკური დევნა თუ ის არის, რომ ამ რეჟიმის მიერ არის გარდაცვლილი ადამიანი, დარეკეტებული ბიზნესი, რა თქმა უნდა, ამას არავინ დაიჯერებს. ამ დასკვნაში მაღალი ხარისხის მტკიცებულებებია, მათ შორის ისეთი, რაც ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების საფუძველი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.








