გიორგი გახარიას უნდა, რომ ქორწილში ყოველთვის ნეფე იყოს, ისე არ მივა არცერთ ქორწილში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიაში რღვევა მაშინ დაიწყო, როცა პარტია შექმნა.

„თავის წარმომადგენელზე თქვა, დამავიწყდა, სიაში ვერ ჩავსვიო, იქ ვიღაც არ გაითვალისწინა. როგორც კი პარტია შექმნა, მაშინვე ვიღაცები წავიდნენ, მათ შორის ლიდერები, რადგან შეუთანხმებლობა იყო. გახარია ასეთი ბუნების ადამიანია. მას უნდა, რომ ქორწილში ნეფე იყოს ყოველთვის, ისე არ მივა არცერთ ქორწილში. ეს ასე არ ხდება. აქედან გამომდინარეობს, რომ მათთან ერთიანობა ვერასდროს იქნება. დარწმუნებული ვარ, ხოკრიშვილი არ იქნება გამონაკლისი, როცა მის პარტიას ადამიანები დატოვებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.