„წლინახევრის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ჩამოყალიბებისთანავე, არაფერი გვიშლიდა ხელს უმრავლესობა პარტიების მსგავსად პირველ რიგში იუსტიციის სახლში მარტივი პროცედურა გაგვევლო. „ხალხის ძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, ჯერ საქმის კეთება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პარტიის დაფუძნება," - ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას.
ყრილობა დღეს „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა და მასზე პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს. განხილული იქნა ასევე საორგანიზაციო საკითხები, დამტკიცდა პარტიის წესდება და სტრუქტურა.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ქართულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი, პროქართული „თამაშის წესები“ შემოეღო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მომხდარიყო ხალხთან სიმართლეზე აგებული კომუნიკაციის დამყარება.
„ხალხის ძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, ჯერ საქმის კეთება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პარტიის დაფუძნება. ჩვენ „ქართული ოცნების“ წიაღიდან იმიტომ კი არ გამოვედით, რომ მმართველი პარტიის პრინციპებთან რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა გაგვაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი, პროქართული „თამაშის წესები“ შემოგვეღო: ახალი პოლიტიკური მიდგომები დაგვეფუძნებინა, საზოგადოებისთვის დეზინფორმაციით დაფარული რეალობისთვის ფარდა აგვეხადა და საკუთარ ხალხთან სიმართლეზე აგებული კომუნიკაცია დაგვემყარებინა.
საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რომ საქართველოში დღესდღეობით რეგისტრირებულია 250-მდე პოლიტიკური პარტია, საიდანაც მეტ-ნაკლები აქტიურობით პოლიტიკურ ველზე ათამდე პარტია თუ გამოირჩევა. პასუხი ჩვენგან მარტივია - უმრავლესობა მათგანი ჯერ პარტიას აფუძნებდა და შემდეგ ცდილობდნენ თავიანთი ბედი ეცადათ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ამ მანკიერ პრაქტიკაში განსხვავებული მიდგომის დანერგვის მიზნით ახალი პოლიტიკის ფორმირებას ჩავუყარეთ საფუძველი. წლინახევრის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ჩამოყალიბებისთანავე, არაფერი გვიშლიდა ხელს უმრავლესობა პარტიების მსგავსად პირველ რიგში იუსტიციის სახლში მარტივი პროცედურა გაგვევლო.
„ხალხის ძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, ჯერ საქმის კეთება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პარტიის დაფუძნება. ჩვენ „ქართული ოცნების“ წიაღიდან იმიტომ კი არ გამოვედით, რომ მმართველი პარტიის პრინციპებთან რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა გაგვაჩნდა, არამედ იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი, პროქართული „თამაშის წესები“ შემოგვეღო: ახალი პოლიტიკური მიდგომები დაგვეფუძნებინა, საზოგადოებისთვის დეზინფორმაციით დაფარული რეალობისთვის ფარდა აგვეხადა და საკუთარ ხალხთან სიმართლეზე აგებული კომუნიკაცია დაგვემყარებინა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ბევრი პარტია საქმიანობდა ზოგი ხელისუფლებაში და ზოგიც ოპოზიციაში. ზოგიერთი მათგანის სახელიც შეიძლება არ ახსოვდეს საზოგადოებას, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ერთი პარტია, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდება საზოგადოებას და რომლის არსებობა გაიგივებულია ადამიანის ღირსების შელახვასთან, ტერიტორიების დაკარგვასთან, ქონების წართმევასთან, საკუთარი ჯარისთვის ომის დაწყების დაბრალებასთან, ადამიანების წამებასთან, ქართული იდენტობის გაქრობასთან და საქართველოში გაუკუღმართებული ცხოვრების დაკანონების მცდელობასთან. დიახ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე ოპოზიციაში ყოფნისას ემსახურებოდა და ემსახურება იმ უცხოურ ძალებს, რომლებიც უკვე დაუფარავად ებრძვიან ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს.
შესაბამისად, როგორც უკურნებელი დაავადების არსებობა ადამიანის სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ისევე ნაციონალური მოძრაობის არსებობა ქართული სახელმწიფოს სიცოცხლესთან და განვითარებასთან შეუთავსებელია.
ამიტომ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, რის შედეგადაც ახალ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ საშუალება, რომ ხალხის მხარდაჭერით ჯერ ოპოზიციაში შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ. მხოლოდ ასე მიხვდება ნაცმოძრაობა რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ანუ ხალხის ძალას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.