შს მინისტრმა არდადეგებიდან დაბრუნებულმა ისეთი სისულელე თქვა, სჯობს უკან წავიდეს და აღარ ჩამოვიდეს - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს.
„შს მინისტრი მთელი ეს დრო არდადაგებზე იყო. მასშტაბური ეროვნული ტრაგედიის მიუხედავად, მას არც კი ჩაუთვლია საჭიროდ პირველივე რეისით უკან დაბრუნებულიყო.
დაბრუნებულმა კი ისეთი სისულელე თქვა, სჯობს უკან წავიდეს და აღარ ჩამოვიდეს:
"გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები შეძენილი ... შეგვიძლია ვიფრინოთ ... თუმცა თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ გარისკოს პილოტებმაც, არ არის დაშვებული".
სანამ ეს მთავრობა გყავთ, ყოველი შემთხვევისთვის, გახსოვდეთ: ტონობით მიწის და ღვარცოფის ქვეშ მოყოლა არ არის ისეთი ტიპის რისკი, რომელიც თქვენს სიცოცხლეს რაიმე საფრთხეს შეუქმნის იმწამს.
თურმე ტექნიკა გვქონია, მაგრამ გადაუდებელი გამოყენების საჭიროება სულაც არ ყოფილა!“- წერს გეგელია.