კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
„პარიზელმა ხანუმამ: მე კეკლუცობას გავაგრძელებ! პარტიებს მაინც არაფერს ეკითხებიან ოფისებში ეგდონ! NGO-მა ვალიუტა
დადონ "ობშიაკში" მე მივხედავ! თქვენი შვილები წყალს წაუღია! ეყარონ ქუჩაში! საკონტიტუციოს მიუვარდით ვადა გამიგრძელოს! Georgia-ს გარედან Friend-ები მიხედავენ! აბა ორევუარ!“ - წერს გოგა ხაინდრავა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი სარჩელის განხილვის მიზნით, უნდა დაიწყოს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე და პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა აქეთ უნდა იყოს მიმართული.