ქოცებო, ყველანაირი მორიდება დამიმთავრდა - თქვე ქვემძრომებო, წუმპის ჭიებო, ვისაც გიცნობდით და ზოგთან, ჩემდა საზიზღრად, ვმეგობრობდი კიდეც, ვინც გამიგიხართ და გიტანდით, ვინც, უმეტესობა, საერთოდ რომელი სოროებიდან ამოძვერით, რომ არც მესმის. მიწისქვეშეთელებო. არაადამინებო, არა ჰომოსაპიენსებო. ამ ჭორვილის კანალიზაციიდან ამომძვრალი მაკრიცას ბევრფეხებს შორის გაწოლილებო, მონებო კი არა, არარაობებო, მოცახცახე არარსებულებო, ოხრადდარჩენილ ფულებში ამოვლებულო ფარჩაკებო, მშიშრებო კი არა, შიშისგან გარინდულებო, ერთი ქალამანას, ერთუჯრედიანი ფოსტალას ქვეშ გაწოლილებო. - ამის შესახებ საქართველოს მე-6 (2004-2008), მე-7 (2008-2012) და მე-8 (2012-2016) მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.
"თქვენი შვილები მეცოდება, მხოლოდ ის დააშავეს, რომ მათი გაჩენის მერე საძაგლობებად გადაიქეცით. აღარ გამიბედოთ, შვილებზე როგორ ლაპარაკობო, რაც თქვენ ჩემს შვილებს გაუკეთეთ. ოჯახზეც არ შემეკამათოთ, რაც თქვენ ჩემს ცოლს აკადრეთ. შენ როგორ ლაპარაკობო, ქოცებთან ერთად რუსების მიერ ჩემს ქალაქში აფეთქებულს, რუსეთის დღემდე ძებნილს, აღარ მითხრათ, თქვენზე ვიძახდი, რუსული დროშები არ იფრიალებს რუთაველზე, ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, თბილისსაც დავიცავთ და საქრთველოსაც დავიცავთ, ამის ბოლოს სულს ამოგხდით რომ მომიჭერით და წლები მიტრიალეთ, ეხლა ცდილობთ რუსთაველის, თბილისის და ქვეყნის რუსული დროშებით მორთვას.
მტკვარი და არაგვი თუ ვერა, მათთან ერთად პოტომაკი გადაგრეცხავთ საბჭოთა გალიპული ტულეტის იატაკიდან, როგორც წარსულის ნარწყევს. თავისუფლება თქვენს მყრალ ნასუნთქს გაანიავებს. დაბინძურებული სახელმძღვანელოებიდან ამოიწერებით, ჯანდაბის იქით დაიმარხებით. მოღალატეებო! და ჰაერი რომ გასუფთავდება, დაგივიწყებენ, როგორც კრებით წარსულ ცუდს, ნაგვის ყუთში ჩაგაგდებენ და დაგივიწყებენ. მტვერი და ფერფლი... მეტი არც არაფერი......
დიდი ბაბუა ოჯახიანად დახვრიტეს. ბაბუა დახვრიტეს. მამა ამ ტერორში გაიზარდა. მე ამაფეთქეს - მნიშვნელობა არ არქვს, მამა, მე, ჩემი და-ძმა, ცოლი, მისი დები, ყველასი შვილები - ბევრნი ვართ, ყველა ვიბრძვით და ვირძოლებთ რუსების წინააღმდეგ. ერთი ვერ მოესწრება? მეორე. მეორე ვერა? მესამე ასე მოვესწრებით ბოლოს და რუსული დროშები არც რუსთაველზე, არც თბილისში, არც საქართველოში არ იფრიალებს!🇬🇪 - წერს გივი თარგამაძე.
შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.