პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი ღრმა კრიზისი აქვს, რომლიდანაც არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მერაბიშვილს და კეზერაშვილს მოლოდინები გაუწბილა. ფაქტია, რომ ხაბეიშვილმა მისი დაპირებებიდან 1 პროცენტიც ვერ შეასრულა" - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ქართული ოცნებიდან" გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია სერიოზულ ზიანს იღებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია "ფორმულას" მეწილის დავით კეზერაშვილის დაფინანსებისგან.

„მნიშვნელოვანი ფაქტორია, კეზერაშვილმა თვითონვე განაცხადა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც საჯაროა, არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ უფიქსირდება ოფიციალურად კეზერაშვილის მხრიდან რაიმე დაფინანსების მიიღება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ე.წ შავი სალაროს ფულით რადიკალური პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსებას და, შესაბამისად, ეს საკითხი სიღრმისეული შესწავლის და გამოძიების საგანი უნდა გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კონკრეტული განცხადება იმის შესახებ, რომ კრიმინალი კეზერაშვილის მხრიდან ხორციელდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. ეს მიუღებელია, თუმცა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ ეს მისაღებია, არ მიკვირს. ისინი არიან სრულ დესტრუქციაზე ორიენტირებული და მათი მხრიდან ასეთი დაფინანსების მიღება მათთვის ჩვეული პრაქტიკაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილმა განაცხადა - უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, რომელსაც ქართულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.