ეროვნული ბანკის გაუქმება და ევროზე გადასვლა არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში წერს და ეთანხმება ინიციატივას ეროვნული ბანკის გაუქმების შესახებ, რომელიც მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას გააჟღერა:

"სანდო ფული არის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა 

ერ. ბანკის გაუქმება და ევროზე გადასვლა არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით

სამწუხაროდ, დაგვიანებული

კახა ბენდუქიძე ჯერ კიდევ 2009 წელს ითხოვდა ამას, მაგრამ არავინ მოუსმინა

კარგია რომ ახლა მაინც მიდიან იმ აზრამდე, რაზეც წლებია პერმანენტულად ვსაუბრობთ

იმედია 2024 წლის არჩევნებისთვის ეს საკითხი იქცევა ერთ-ერთ საერთოოპოზიციურ დაპირებად."

ეროვნული ბანკი საქართველოს არ სჭირდება, ემისია საქართველოს არ სჭირდება, თუ შევდივართ ევროპაში, იყოს ევრო - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის დისტანციურად ერთვება.