რასაც „ოცნება“აკეთებს, ეს ჩემთვის, როგორც ქართველისთვის შეურაცხყოფაა, მე არ გავზრდილვარ იმ ქვეყანაში, სადაც ლაჩრობა დაფასებულია - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე არაპოლიტიკოსების, ხალხი გამოვაფხიზლოთ და მუდმივად ვიყოთ ტონუსში იმიტომ, რომ არ შეიძლება პროცესი გავუშვათ თვითდინებით. 24 თებერვალი ჩემთვის არის ღირსების დღე. ის რასაც კობახიძე, ეს დაჯგუფება აკეთებს საქართველოში, ეს არის უღირსობა, შეურაცხყოფა ჩემთვის, როგორც ქართველისთვის. შეურაცხმყოფელია ნებისმიერი მათი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. შეურაცხმყოფელია ეს ლაჩრული დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე არ გავზრდილვარ იმ ქვეყანაში, სადაც ლაჩრობა ტაშს იმსახურებს და დაფასებულია. მე იმ ისტორიაზე და იმ ქვეყანაში გავიზარდე, სადაც გმირობა, თავდადება, ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული ფასობს. სწორედ ამ ყველაფრის შებღალვა უნდა ამ ხალხს“- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.