კონკრეტულ ინვესტორებს დაინახავთ, რომლებიც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში შემოვლენ ქვეყანაში და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნიან,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ზუსტად ვიცი, როგორ დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ ხალხთან ერთად. ნახავთ, რომ გამარჯვების კოალიცია მიშასთან ერთად, რა თქმა უნდა, და სხვა ადამიანებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანს ჩართავს პოლიტიკაში. იმას, რასაც საზოგადოება ითხოვს - სიახლე, მეტი პროფესიონალები, მეტი ხალხზე ორიენტაცია, ამას დაინახავთ ჩვენგან. დაინახავთ, ძალიან კონკრეტულად კომპანიებს, კონკრეტულ ინვესტორებს დაინახავთ, რომლებიც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში შემოვლენ ქვეყანაში და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნიან. მე, პირდაპირ გეუბნებით, პოლიტიკაში ვარ ერთადერთი რამის გამო, იმიტომ რომ მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ძლიერი, ერთიანი და წარმატებული ქვეყანა, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ „მთავარის“ ეთერში.