მართლა ვინმე ფიქრობს, რომ ამათ[„ქართულ ოცნებას“] ემიგრანტების ბედი აწუხებთ, ან უმუშევრობის ბედი აწუხებთ, ან სოციალურად დაუცველების ბედი აწუხებთ?- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„საზოგადოებას დავუსვი კითხვა - ხედავთ ვის ხელშია საქართველო? მართლა ვინმე ფიქრობს, რომ ამათ ემიგრანტების ბედი აწუხებთ, ან უმუშევრობის ბედი აწუხებთ, ან სოციალურად დაუცველების ბედი აწუხებთ? ერთადერთი რაც აწუხებთ, დიდი ნადავლი აქვთ და ამ ნადავლის გადარჩენა უნდათ, კიდევ მეტი უნდათ, რომ მოიპარონ და ყველაფერზე წამსვლელები არიან. რამდენი დარჩათ მხარდამჭერი არ ვიცი და მათი მხარდამჭერები ეთანხმებიან, რომ ემიგრაცია თურმე პრობლემა არ ყოფილა საქართველოში?",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.