სააკაშვილის წერილის მთავარი საკითხი არის ამ წერილის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი. ხედავთ, რომ აქ ვდგავარ და განულებისგან ძალიან შორს ვარ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილზე, რომლის თანახმად, „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.
„ეს არის მნიშვნელოვანი. ვინ, სად დაინახავს საკუთარ თავს, ეს თავად გადაწყვიტონ, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც პუტინისტურ რუსულ რეჟიმს ხელს უწყობს ეს არის ურთიერთკინკლაობა ოპოზიციურ ფლანგზე, რომელშიც მე არ შევალ. ვფიქრობ, რომ ეს წერილი ყველამ აზრიანად, სიღრმისეულად გააანალიზოს, გამგები კარგად გაიგებს, ვინ, რაში იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.