„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის შესასწავლად, ალტერნატიული გამოძიება მიმდინარეობს. მისი განმარტებით, საგამოძიებო ჯგუფი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად დააკომპლექტა.
„შოვი მათ ვერ შერჩებათ. მოვა დრო და პასუხს აგებენ. რა იფიქრეს იცით, არაუშავს, რაღაც მოხდა და ხვალ მივხედავთ, ხალხი მიატოვეს. მე არ ვაპირებ, რომ შევარჩინო. გახრწნილ, კორუმპირებულ რუსეთის მსახურებაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ ასე - მათი პრიორიტეტი არის ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული.
არგაჩერება ნიშნავს ალტერნატიულ გამოძიებას, საზოგადოების ინფორმირებას, კონკრეტული დამნაშავე პირების გამოვლენას, კონკრეტული უცხოელი სპეციალისტების ჩართვას და გზამკვლევი - ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ განმეორდეს“, - ამბობს ვაშაძე.