როცა სახეზეა საარჩევნო ადმინისტრაციის პროგრესი, ტრანსფორმაცია, წინ გადადგმული ნაბიჯები, ჩვენ საპირწონედ ყოველთვის ვისმენთ მადისკრედიტებელ ცრუ და უსაფუძვლო ნარატივებს იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალე საქმიანობას, ღიაობას, მნიშვნელოვან აქტივობებს, გადაიფაროს. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც საკანონმდებლო ორგანოში დგება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი სხვადასხვა დაინტერესებული მხრიდან ხდება ამ საკითხის იმგვარად გამოყენება, რომ ესეც იმთავითვე გამოიყენონ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის, რეპუტაციის დაზიანებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესით განვავითარეთ“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.