ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენება, რომლითაც განხორციელდება ამომრჩევლის რეგისტრაცია კენჭისყრის დღეს და მისი არჩევნებში მონაწილეობის დადასტურება, მეორე მხრივ კი, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებაზე, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დროის ძალიან მოკლე პერიოდში, კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით, ერთი-ორი საათის განმავლობაში გვქონდეს წინასწარი მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 90%-ის შემთხვევაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ათ მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები იყო გენერალური რეპეტიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„ფართო მასშტაბებს, ცხადია, თავისი გამოწვევები აქვს და აქვს საკითხები, რომელიც საჭიროებს პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დაკვირვებას, რათა თუ რამე იარსებებდა, ჩვენ დარჩენილ წელიწად-ნახევარში მოგვეხდინა მათი გაუმჯობესება, გადაზღვევა და ა.შ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.