ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ასეთი ტიპის მცდელობები მოახდინოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
„ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ამ რისკებს, რა თქმა უნდა, სჭირდება სათანადო დაზღვევა, ყურადღების მიქცევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ასეთი ტიპის მცდელობები მოახდინოს. ჩვენ მუდმივად გვაქვს და მომავალშიც გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, რათა ერთი მხრივ აღიკვეთოს და პრევენცია მოხდეს ასეთი შემთხვევების და სათანადო საქმიანობებისას მაქსიმალურად იყოს ასეთი რისკები და საფრთხეები გათვალისწინებული“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.