რეალურად, ჯანდაცვის სამინისტრო სტრუქტურულად ისე არასწორად არის მოწყობილი, არანაირი აზრი არ ექნება ამ ეტაპზე ვინ იქნება მინისტრი. ახლა, ჩვენ ვართ პრეზენტაციაზე, რამდენიმე მაღალჩინოსანი გამოვიდა და არც ერთმა სწორად არ თქვა ჯანდაცვის სამინისტროს სახელი - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი გოდაბრელიძემ განაცხადა. 

"იმდენი ფუნქცია აქვს, რომ სათაურსაც კი ვერ იმახსოვრებენ. ეს უნდა მოწესრიგდეს. ბევრი სტრუქტურული ცვლილება არის საჭირო, ბევრია შესაცვლელი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამას არავინ გააკეთებს. ასე რომ რეალურად, მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი.

მე ვფიქრობ კომუნიკაციის პრობლემა არ ექნება და შეძლებს, იმიტომ რომ სამედიცინო სფეროსთვის უფრო მისაღები იქნება მისი კანდიდატურა, ვიდრე აზარაშვილის. მაგრამ კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ამ შემთხვევაში მთავარია ამ უწყებაში თვითონ სტრუქტურა იყოს გამართული.“- განაცხადა გიორგი გოდაბრელიძემ

ცნობისთის, პრემიერმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.