სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ივანიშვილს და მის თანამზრახველებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
„სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია: ივანიშვილმა დაავალა ეროვნულ ბანკს, არ დაემორჩილოს აშშ-ს სანქციებს „ფეესბეს“ აგენტად ქცეული ყოფილი გენერალური პროკურორის წინააღმდეგ; საქართველოს პარლამენტი გადაიქცა მმართველი პარტიის და ენმ-ს ბოქსის რინგად. პრო-დასავლელ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრება იმპიჩმენტი; საარჩევნო ადმინისტრაცია არის მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშ 2024 წლის არჩევნების წინ. სახელმწიფო აღარ არსებობს, ის ემსახურება ივანიშვილს და მის თანამზრახველებს“, - წერს გახარია „ტვიტერზე“.