"მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც „ლელოსთან“. ჩვენ ჩვენი გეგმით „ლელოსთან“ მიმართებით, კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კოალიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ, არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს."- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ლელოს" ერთ-ერთ დამფუძნებელთან დაკავშირებით განაცხადა.
"მამუკას მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის.
პარტიამ „საქართველოსთვის“ უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწადნახევარზე დიდ ხნიანი პოზიცია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაცმოძრაობა“ და წითელი ხაზია „ოცნება“. ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის.“
მადლობა თანამშრომლობისთვის!" - განაცხადა გიორგი გახარიამ.