ძალიან საინტერესო არის შემდეგი: ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი ხელისუფლება რომ პოზებში დგას, რომ აი, ჩვენ რაღაც, ჩვენი სუვერენიტეტი და სხვისი აზრი არ გვაინტერესებს, გულში მჯიღებს რომ ირტყამენ, სინამდვილეში, იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება. ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი, საკმაოდ მაღალი დონის და სჯობს, სხვა დროსაც გავიგებთ. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად, გაგზავნილი ჰყავს იქ და ჯობდა, რომ არ გაეგზავნა. - ამის შესახებ პარტია "საქართველოს" ლიდერმა განაცხადა.
"ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია, მათ მართლა ჰგონიათ, რომ ტრამპი, დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს გრძელვადიან და საშუალოვადიან ამერიკულ სტრატეგიაზე საქართველოსთან მიმართებით, რაიმეს რადიკალურად შეცვლის, ეს ჰგონიათ და მეორე, მეორე კიდევ ჰგონიათ, რომ პოლიტიკიდან გაწეული ეგრეთ წოდებული საპატიო თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ, პოლიტიკურ? ნუ, ძალოვან ფიგურას რომ აგზავნის შიკრიკად, ფოსტალიონად უცხო ქვეყანაში, აი, ეს ჰგონია ან სწორად, ან თავისი უძლეველობის წარმომსახველად, საოცარია?!! ფოსტალიონების ასეთი გზავნა დაიწყება ახლა ხშირად. კიდევ ერთხელ, სერიოზულად ვამბობ, სჯობდა, რომ არ გაეგზავნა, ეს ისეთი ფორმით მოხდა, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. მთავარი რა არის და რა არის შეცვლილი. ამერიკაში ბოლოს 6 თვის წინ ვიყავი. რა არის დღეს მთავარი, აბსოლუტურად გააზრებული აქვთ ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს ერთი. აბსოლუტურად გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხი არის სრულად თავისი ცივილიზაციური ევროპული დასავლური არჩევანის ერთგული და ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არა საჯარო სექტორი მთლიანად, მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, არის გაურკვეველ ორიენტაციის, პრორუსი, პროჩინელი, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ანტიდასავლური!ანტიდასავლური! ეს აქვთ აბსოლუტურად მკაფიოდ გაგებული. ეს ერთი. რა არის ამის მოტივები, ეს მეორე საკითხია, ზოგი თვლის, რომ იქ რაღაც აშლილობების თემაა, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ყველა კარგად ხედავს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა - ქართველ ხალხს, მათი ცივილიზაციური არჩევანის დასაცავად სჭირდება მხარდაჭერა.
ამ მხარდაჭერისთვის არჩევნები არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა. და მესამე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი - აბსოლუტურად კოორდინირებული იქნება ნაბიჯები, მესიჯები, ქმედებები და პოლიტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ეს არის ხარისხობრივად განსხვავებული და ის, რასაც „ოცნება“ აქამდე წარმატებით ახერხებდა, რომ ევროპელებს ელაპარაკებოდა, ამერიკელებს ლანძღავდა, ამერიკელებს ელაპარაკებოდა, ამერიკელებს აბრალებდა ყველაფერს, ამას ვეღარ შეძლებენ იმიტომ, რომ ეს იქნება სრულად კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომა და აქ ამ ტყუილებით და ორმაგი პოლიტიკით ფონს უკვე ვეღარ გავლენ. საბოლოო ჯამში, ბოლო ორ თვის განმავლობაში ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომ არავის უკვე ილუზიები აღარა აქვს იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საქართველოში და ყველანი კარგად ხვდებიან, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის მიზანმიმართული პოლიტიკა დღევანდელი პოლიტიკური ელიტების, რომ აქ მოაწყონ რაღაც რუხი ზონა და ამ რუხ ზონაში მარტივად აკეთონ ბიზნესი, ხან ჩინეთთან, ხან რუსეთთან, ხან ირანთან, ხან კიდევ ვიღაცასთან და უბრალოდ გამდიდრდნენ და ქვეყნის თითოეული საქართველოს მოქალაქეს ევროპული, ნორმალური, დემოკრატიული ცივილიზაციური არჩევანისაერთოდარაინტერესებთ.
დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების პროგნოზი წარმოუდგენელია, შეუძლებელია, მაგრამ რაიმე მიზეზით, კონსპირაციების თეორიებით, ამ კანონის მიზეზით ან რაღაც გადატრიალებების მიზეზით მათ რომ დამკვირვებლებს უარი უთხრან, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო უარესად დაამთავრებენ და კიდევ უფრო დააზიანებენ ქვეყანას. უბრალოდ, არ შეიძლება ამდენად გონიერების მიღმა მოქმედებდე!
მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გონიერება გაიმარჯვებს. თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგან, რას ვიზამთ? უნდა ვიმოქმედოთ იმ პირობებში, რა პირობებიც გვექნება. ამიტომ არის, რომ არჩევნების დაცვის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არის, არის, რა თქმა უნდა, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა მივიდეს არჩევნებზე. რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, ვერ გააყალბებენ, რაც უფორ ნაკლები მივა - უფრო მარტივად გააყალბებენ. ეს არის და ეს." - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემაში "გიორგი გახარიას კვირა".