ყველას ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები, ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას, ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული ვითარების ხაზგასმა.
„როგორც ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, არ არის საჭირო ამ შეფასებაში შესვლა. რაც თქვა უნდა იყოს ის ნათქვამი. როგორ გგონიათ ახლა ჩალაძე სააკაშვილის კომენტირებას დაიწყებს? რაც იგულისხმა ადამიანმა დაწერა ის, არ არის საჭირო ამის ინტერპრეტაცია არავის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ. რატომ დაიბეჭდა არა, ყურადღება უნდა მოვაქციოთ, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები. ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას და ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული სიტუაციის ხაზგასმა, არა ვინმე ადამიანებზე რაღაცა ჩირქის მოცხობა თუ გამარჯვების დროშებით სირბილი. ჩვენი, ყველასი ერთად მიზანი უნდა იყოს ყურადღება მივაქციოთ ამ კრიტიკული სიტუაციიდან მოვძებნოთ გზები როგორ გამოვიდეთ. ამოცანა ყველასი უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.