"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კამალა ჰარისის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ქართველი ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის დამსახურებაა, რომ ჩვენი მოკავშირეების მხრიდან მკაცრი რეაქცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის დონეზე ავიდა.
მისივე თქმით, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება ადგილობრივი პროტესტის გაგრძელებისა და გაღრმავების პარალელურად.
„ამავდროულად ეს ყველაფერი არის შეხსენება იმისა, თუ რამდენად სამარცხვინო, უტიფარი და ბრიყვული იყო მმართველი გუნდისა და მათთან აფილირებული ფსევდოოპოზიციური ჯგუფების განცხადებები, როცა თქვეს, რომ ერთი კონგრესმენის, ვილსონის როლი არ გადავაჭარბოთო.
რეალურად, ჩვენს ადგილობრივ პროტესტთან ერთად, თავისუფალი სამყაროდან ამ რეჟიმზე წამოსული წნეხის მთელი წყება გვაქვს და სწორედ ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო ამოცანამდე - ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე“ - თქვა გიგა ბოკერიამ