პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, 2004 წლიდან 2012 წლამდე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბევრი დანაშაული მოხდა, მათ შორის ბევრი ადამიანი დაიჩაგრა, ამიტომ ამ ყველაფერს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს.

ვოლსკის თქმით, თუ კონკრეტული პირების დანაშაულები გამოიკვეთა, ისინი პასუხისგებაშიც უნდა მიეცნენ.

"2004 წლიდან 2012 წლამდე ჩადენილი იქნა არაერთი მძიმე დანაშაული - ადამიანების წინააღმდეგ, ოჯახების წინააღმდეგ, კონკრეტული ფაქტები ვიცით, როდესაც დაიჩაგრნენ უდანაშაულო ადამიანები. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი ანალიზი იმის აუცილებლობას ქმნის, რომ ამ ყველაფერს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს. კონკრეტულ შემთხვევაში, თუკი ამის აუცილებლობა დადგა, კონკრეტული ადამიანები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რამდენიმე ადამიანის მოსმენას გეგმავს.