ალეკო ელისაშვილის განცხადებები ემოციისგან გამოწვეული არ არის და ემოცია არ განაპირობებს, ეს კონკრეტული გეგმაა, რომელიც გააჩნია იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გარკვეული „მესიჯია“ იმ ხალხისთვის, ვინც საბოტაჟის რეჟიმს არჩევს და თბილისის ქუჩებში დაპირისპირებას გეგმავს.
„რაც შეეხება მერიის სამსახურებისადმი ასეთ მოწოდებას და ასეთი მესიჯის გაშვებას, მათ საყურადღებოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მერიის სამსახურებს იცნობენ და არც იმ ადამიანებს ვინც თავის ქალაქს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. შეიძლება, მერიაში დასაქმებულ ადამიანებს პოლიტიკურად სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ მაგრამ არც ერთს არ უნდა თავისი ქალაქის ნგრევა იხილოს იმ უნამუსო განცხადებების შესაბამისი, რომელიც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.