ხელისუფლებას მტრის ხატად ხაბეიშვილი ურჩევნია, ვიდრე მელია - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ხელისუფლებისთვის ნიკა მელია ბევრად უფრო არაკომფორტული ფიგურაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ვიდრე ხაბეიშვილი, განა იმიტომ რომ ხაბეიშვილი მათ მოსწონთ, ან რამე გარიგება არსებობს, იმიტომ რომ მათი პროპოპაგანდისტული მატრიცა აგებულია ნეგატივზე, აშკარად დაპირისპირებაზე, ურთიერთლანძღვაზე, ურთიერთბრალდებებზე. კარგად აქვთ ათვისებული ეს ტექნოლოგია და  გამომდინარე აქედან, მათ ურჩევნიათ იმ ტიპის ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ხაბეიშვილია, რომელსაც სუფთა ემოციაზე, ლანძღვაზე, გინებაზე აქვს აგებული თავისი განცხადებები“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.