ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„წიგნი მინიმუმ იმისთვის არის საჭირო, რომ მიხვდე - როდის ყიდი რეალურად სამშობლოს… “ - წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, "ხალხის ძალის" წარმომადგენელს მიხეილ ყაველაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მიშა ძალიან უწიგნური ხარ, შენ ადგილას ერთ წიგნს წავიკითხავდი“.