რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე? - სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს მოერიდა - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რატომ არ მივიდა კობახიძე ღონისძიებაზე?
პასუხი, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივია - ის მოერიდა სალომე ზურაბიშვილთან ახლო კონტაქტს.
ეს დამახასიათებელია პოლიტიკური სოციოპატისთვის, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას და გაუკეთოს ადამიანს დისტანციაზე, მაგრამ უკიდურესად მხდალია პირდაპირ კომუნიკაციაში.
ის არის “ქილერი” რომელსაც შეუძლია ხელი მოაწეროს მილიონი ადამიანის დახვრეტას წარბშეუხრელად, მაგრამ შინაგანად იმდენად სუსტია, რომ თუნდაც ერთი მსხვერპლისთვის თვალებში ჩახედვის საშინლად ეშინია…“- წერს ხუხაშვილი.