მერაბიშვილისგან განსხვავებით, საზოგადოების მიზანი მთავრობის კი არა, მანკიერი სისტემის შეცვლაა - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვანო ამბობს - “ჩვენი მიზანი მთავრობის შეცვლაა”-ო.
მისგან განსხვავებით ამ საზოგადოების მიზანი მთავრობის კი არა, მანკიერი სისტემის შეცვლაა, რომელსაც ისიც ისევე განასახიერებს, როგორც დღევანდელი ხელისუფალი“- წერს ხუხაშვილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.