კარგი იქნებოდა, თავად სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო პრემიერობის კანდიდატი, ეს შეკრავდა სიტუაციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პრეზიდენტს აქვს თავისი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. გუნდის ფორმირება მოხდეს, რომელიც "ქარტიით" განსაზღვრულ ამოცანებს შეასრულებს და ამომრჩევლის პატივისცემა იქნებოდა, რომ ამ გუნდის შესახებ მეტი ინფორმაცია ყოფილიყო ცნობილი. კარგი იქნებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თავად პრემიერობის კანდიდატი. ეს შეკრავდა სიტუაციას. რას ამბობს ამაზე და მას აქვს თავისი მოსაზრებები, მისთვის ეს მძიმე ტვირთია. თავად ეს პროცესია მძიმე ტვირთი და აქედან გამომდინარე, მისი გადასაწყვეტია. მე ვეუბნები ჩემს მოსაზრებას, დანარჩენი მისის საფიქრალია", - აცხადებს გია ხუხაშვილი.