გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი დიდხანს ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მას მერე, რაც მე მმართველი გუნდიდან წამოვედი და წამოვედი ზუსტად იმის გამო, რაც დღეს ხდება, ბიძინა ივანიშვილი დიდხანს ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას. როდესაც კატეგორიულად განვაცხადე - არა, თვითონ ვეღარც რეკავდა, სხვას დაარეკვინა შეკვეთილიდან - თხოვეო ჩამოვიდესო. ჩამიყვანა მეუღლესთან ერთად და კიდევ ბოლო მცდელობა ჰქონდა, როგორმე შევენარჩუნებინე“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.