ნიკა გვარამიას პატიმრობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან და ჩვენ ვნახეთ, რომ ის დაიჭირეს კანდიდატის სტატუსის არმიღების წინ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„უნდა დავგეგმოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში და არ უნდა გავჩერდეთ, რადგან ნიკა გვარამიას გამოშვება არის მორალურად, პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ხოშტარიამ.