„ფრენები აღადგინა რუსეთმა ცალმხრივად. ეს ჩვენი მხრიდან შეწყვეტილი არ იყო. აღადგინა იმიტომ კი არა, რომ ქართველები უყვარს და საქართველოს მიმართ არის ძალიან კეთილად განწყობილი, არა, ეს არის მისი ანტიდასავლური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. ეს არის გამოწვევა ევროკავშირის მიმართ. მან გამოწვევა გადაუგდო ევროკავშირს და ევროკავშირმა უნდა უპასუხოს." - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, "ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმასაქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა
"ევროკავშირის გამოწვევაა ეს და ვფიქრობ, რუსეთის ამ გამოწვევაზე ერთადერთი სწორი პასუხი არის ჩვენთვის სტატუსის მონიჭება. ელჩების დემარში იყო ისრების გადმოწევა საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს დემარში, ანუ ისრების ჩვენზე გადმოწევა, არის მცდელობა, რომ ამაში დაადანაშაულონ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც, რეალურად, ამაში დამნაშავე არ არის. მეორე მხრივ, დააყენეს საკითხი, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიუერთდეს და ა.შ. მაშინ, როცა ჩვენ პირველივე დღიდან მივუერთდით საერთაშორისო სანქციებს და ამ ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ“, – განაცხადა სეფაშვილმა.