ასეულობით ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება, სწორედ ჩვენი პარტნიორების, ქვეყნის მეგობრების დახმარებით, დახურავენ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„რუსული კანონის“ სუსხი და ძალიან სახიფათო ეფექტი უკვე არის და ჩანს. ასეულობით ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხმარება, სწორედ ჩვენი პარტნიორების, ქვეყნის მეგობრების დახმარებით, დახურავენ, იწყებენ უკვე ამ პროცესს და ეს პირველ რიგში ჩვენს მოქალაქეებს დააზიანებს. რაც შეეხება კობახიძეს და ამ საშინელი კანონების ავტორებს, მათ სანქციები არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალში ბევრჯერ შეახსენებს თავს და ეს იქნება ძალიან მკაცრი სასჯელი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.