დანაშაულს ჩადიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ეს კადრები, მტკიცებულებები არსებობს და მინდა შევახსენო მათ, რომ არავინ გადაურჩება პასუხისმგებლობას,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მივმართავ ჩემს ყოფილ პარტიას და იმ უწყებებს, რომლებსაც ეხება შეაჩეროს ეს თავზე ხელაღებული უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებები. მე მათ მინდა ვუთხრა, პირველ რიგში მივმართავ სწორედ იმ უწყებებს, რომლებსაც კანონით ვალდებულება აკისრიათ, რომ დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება და დაიცვან წესრიგი - ეს არის შსს და მინდა პირველ რიგში მინისტრს მივმართო, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი სასამართლო, სადაც რამდენიმე მოსამართლე მაინც არის, ვისაც აქვს დამოუკიდებლობის განცდა შერჩენილი და მინდა სწორედ ამ მოსამართლეებს ვუთხრა, რომლებიც იხილავენ ამ ადმინისტრაციულ საქმეებს და სულ ტყუილად აჯარიმებენ ისედაც დაზარალებულ ახალგაზრდებს, მინდა მივმართო მათ, როდესაც ხედავენ, რომ დანაშაულს ჩადიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და ასეთი არაერთი კადრი ვნახეთ, შემზარავი იყო ის ცალკეული ეპიზოდები, როგორ იქცევიან მოქალაქეების მიმართ. ეს კადრები, მტკიცებულებები არსებობს და მინდა შევახსენო მათ, რომ არავინ გადაურჩება პასუხისმგებლობას",- განაცხადა ეკა ბესელიამ.