პრეზიდენტი ვერ მოაქციეს საკუთარი გავლენის ქვეშ და ვერ აიძულეს ის ყოფილიყო მმართველი პარტიის მეხოტბე, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„მმართველი პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტის მიმართ ხშირად გადადიან შეურაცხყოფაზე და ლანძღვაზე. რა თქმა უნდა ეშინიათ, რა თქმა უნდა კონკურენტს ხედავენ, ალბათ, მასში იმიტომ, რომ პრეზიდენტი ვერ მოაქციეს საკუთარი გავლენის ქვეშ და ვერ აიძულეს ის ყოფილიყო მმართველი პარტიის მეხოტბე და ხედავენ მასში ძალას და ამიტომ მე მესმის რატომ არიან ისინი ასე გაღიზიანებულები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.