კობახიძეს გაღიმებაც ვერ ვასწავლეთ, ძალიან უხერხულად გამოვიყურებოდით, როგორც ქვეყანა ამ ადამიანის წარდგენის ფონზე,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
„რა რეკომენდაციასაც აძლევენ ხელისუფლებას, იმის საპირისპიროდ იქცევა პარლამენტის უმრავლესობა, ეს ხომ არის უკვე ღია დემონსტრირება, უპატივცემულობა ევროპული ოჯახის დღის წესრიგისადმი.
ლამაზი სიტყვები ხომ არ ეხერხება ირაკლი კობახიძეს, გაღიმებაც ვერ ვასწავლეთ, არათუ ნორმალურ დიპლომატიურ ენაზე საუბარი, ისე უხერხულად ვიყავი, სულ ვფიქრობდი, როგორი წარმოდგენა ექნება ევროპელ ლიდერებს, როდესაც ასეთი ადამიანები წარმოადგენს ქვეყანას, რომელმაც დიპლომატიური საუბრის ენა არ იცის და გააოგნა ევროპარლამენტის წევრები მისი საშინელი გამონათქვამებით, ძალიან დაბალი დონის პოლიტიკური ლექსიკონით, უხერხულობას ვგრძნობდი ყოველგვარი ირონიის გარეშე, ხომ გინდა, რომ შენი ქვეყანა კარგად წარმოაჩინოს, ვისაც დააბრალეს პრემიერმინისტრობა და ამხელა ტვირთი დაადეს, ძალიან უხერხულად გამოვიყურებოდით, როგორც ქვეყანა, ამ ადამიანის წარდგენის ფონზე“, - ამბობს ეკა ბესელია.