ამ არსებას კაცობის და ქართველობის არაფერი აქვს, ფაქტია! მთელი ცხოვრება პოლიტიკაში აგდია და ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ერთადერთი რაც გააკეთა გუგავაა! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამსახაძე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მისამართით სოციალურ ქსელში წერს, რომელმაც ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა: სასამართლოს გადაქცევა კანტორად წინა მთავრობის დროს დაიწყო, ხოლო ოლიგარქმა მოსამართლეთა მონობა უმაღლეს რანგში აიყვანა.
"პელენწუკა ნათელაშვილის ვიდეო გამომიგზავნეს. მთელმა საქართველომ იცის გოთვერანი რომ არის და ნავტალინიან მარლაში ყავს სააკაშვილს გახვეული. როცა ვინმეზე ცილისმწამებლური ჭორი არის ასაგორებელი, ამ ასინეთას ხსნიან თაროდან, გამოპარჭყავენ ნაცების დაჩმორებული ჟჟჟურნალისტების გადაცემებში და აჭორავებენ! ამ არსებას კაცობის და ქართველობის არაფერი აქვს, ფაქტია! მთელი ცხოვრება პოლიტიკაში აგდია და ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ერთადერთი რაც გააკეთა გუგავაა! სინდისის გამყიდველი, მეპროცენტე, როგორ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს! ფუუ, შენი ქალოია თავი არ გაიშვას, მთლად ხაზარაძეს როგორ დაემსგავსე?!" - დიტო სამხარაძე.