იცით რა უნდა გავაკეთოთ გლობალური ომის პარტიის რჩეულები რომ გავხდეთ და საქართველოს მომავალი არ დაბლოკონ? - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში:
"ჩამოგითვლით:
დამოუკიდებლობის დღე არ უნდა ავღნიშნოთ! იმ პირობით დაგვრთავენ ნებას, თუ მხოლოდ უკრაინის, ევროკავშირის დროშები და ატრიბუტიკა იქნება მთავარი. 2. ვაგინოთ ჩვენს მეფეებს! 3. ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას დავუპირისპირდეთ და ხელი შევუწყოთ იმ ენჯეოებს, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნებიდან ეკლესიის ავტორიტეტის დისკრედიტაციის მიზნით!4. ყველა სურვილს შეგვისრულებენ თუ საქართველოში პატარა ბავშვებში სქესის შეცვლის ოპერაცია გაკეთდება! უზომოდ გავახარებთ, ბედნიერებს გავხდით! თუმცა იმაზეც დაგვთანხმდებიან ჯერჯერობით თუ აქაური ქათმების პროპაგანდას დავიცავთ და კვირაში ერთხელ გეიაღლუმებს ჩავატარებთ!5. იგივე თემაა, მაგრამ თვითონაც აცალკევებენ, ერთ სქესიანთა დაქორწინების ნებართვა! ესეც მაგრად მოეწონებათ!6. კუბილიუსის და ფოტიგას ძეგლები ყველა ქართულ ქალაქში! ოღონდ აქ მნიშვნელოვანია ლოკაცია. დავით აღმაშენებლის და რუსთაველის ძეგლების დემონტაჟი და იგივე პედესტალზე კუბილიუსები!7. საქართველოს ისტორიის გადაწერა, სადაც აუცილებელია ჩაიწეროს რომ ქართველები არასდროს ვყოფილვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ზოგადად ქართველი ერი არ არსებობს, მთავარი სტატუსი, უსამშობლო!8. დავთმოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.9. მეგის ქარდავა, სააკაშვილი, გვარამია და ყველა ჯალათი გამოვუშვათ ციხიდან, გადავცეთ ინკლუზიური უფლება, რომ ვისაც უნდათ ქონებას წაართმევენ, აწამებენ, ცილს დასწამებენ და არ დაისჯებიან! პირიქით მიშას რეჟიმის ერთგვარი პეწი იქნება იმისა თუ როგორი კარგი ცხოვრება იყო ნაცების დროს.10. ომი რუსეთთან!ამ პუნქტებს თუ დავიცავთ, ძალიან შევუყვარდებით თავად დაერევიან საკუთარ მონებს საქართველოში, ჩახსნიან ყველა ოპოლიდერს, ლომჯარიას ენჯეოებს დაფინანსებებს შეუწყვეტენ, ჩვენ ხაკისფერ მაისურებს ჩაგვაცმევენ და სანახაობრივ ექსპონატებად შემოგვატარებენ მთელს მსოფლიოში."