გადახედეთ და გაიხსენეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნებში სადაც ომი განახლდა, წინ უძღოდა თუ არა ანტისახელისუფლებო მიტინგები? ასე იყო ისრაელშიც და ასეა ყველგან, სადაც გაჩერებული ომები განახლდა! - ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"გლობალურ ომის პარტიას ყველგან იდენტური ხელწერა აქვს. მიტინგები ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით, სამოქალაქო დაპირისპირება და დაპაუზებული კონფლიქტების გააქტიურება! ომი! გადახედეთ და გაიხსენეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, იმ ქვეყნებში სადაც ომი განახლდა, წინ უძღოდა თუ არა ანტისახელისუფლებო მიტინგები? ასე იყო ისრაელშიც და ასეა ყველგან, სადაც გაჩერებული ომები განახლდა! როგორ მოხდა ჰამასის ხელში დასავლური დრონები? იარაღი? ზოგი იტყვის, შავ ბაზარზე შეიძინესო, ჰოდა. ვინ აკონტროლებს იარაღის შავ ბაზარს ყველამ კარგად ვიცით! შემდეგი ვინ იქნება? აბა გამოიცანით, თუ ხელში ჩავუგდებთ ჩვენს ქვეყანას ფაშისტ ლიბერალებს, მანქურთებს და უსამშობლო აგენტებს." - წერს დიტო სამხარაძე.
ცნობისათვის: ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ამასთან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.