რადგან "ნაცურ" კვლევაში "ოცნებას" 37% დაუწერეს, უნდა დავუმატოთ მუდმივად მოკლებული 25% - ADIOS გლობალური ომის პარტია!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მხოლოდ ერთი! ერთადერთი კვლევა მაჩვენეთ, რომელიც ნაცების დაკვეთით იყო ჩატარებული და ქართული ოცნების არჩევნებში დაფიქსირებულ შედეგთან შედარებით 25% ან მეტი არ ჰქონდა სხვაობა! ერთ მაგალითს გთხოვთ 🙏🏻 12 წელია კვლევებს ატარებენ და ერთნიშნა ცდომილებამდეც ვერ ჩამოვიდნენ🤦🏻♂️ შესაბამისად, რადგან ნაცურ კვლევაში ოცნებას 37% დაუწერეს, ამას უნდა დავუმატოთ მუდმივად მოკლებული 25% და მიიღებთ ქართული ოცნების რეალურ პროცენტს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის! 62%❗️
ADIOS გლობალური ომის პარტია!"- წერს სამხარაძე.
ცნობისათვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის მიხედვით კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება - 37%
გამარჯვების პლატფორმა - 22%
საქართველოსთვის - 10%
გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - 4%
ლეიბორისტული პარტია - 4%
ლელო - 4%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%
კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო - 3%
მოქალაქეები - 2%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1%
პატრიოტთა ალიანსი - 1%
სხვა - <1%