მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციას "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე ეხმაურება:
"რამდენიმე დღის წინ დაპანჩურებულმა ბლუკუნა ვანოია ქართველ ერს დაემუქრა, უკრაინულ გადაცემაში! აი ნახავთ რამდენი ვიქნებით 20 თებერვალს, როგორ შევცვლით სიტუაციას საჩვენოდ, მთელ მსოფლიოში და საქართველოშიო. მერე ერთმანეთს თათბირები უტარეს, ასე როგორ ვიქცევით, ხალხი დაგვცინოსო ქურქუმალ ბიჭუნკელა გყავთ პარტიის თავმჯდომარედ, კუდუსუნის ძვალი - არაფორმალურ მმართველად, ნარკომანი - სპონსორად და ჩმორი - სიმულიანტი ლიდერად! ამის შემდეგ რატომ გიკვირთ რომ დაგცინით?" - წერს დიტო სამხარაძე.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი აქცია გაიმართება ბათუმსა და მსოფლიოს 20 ქვეყანაში. როგორც ცნობილია, აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორი ალექსეი არესტოვიჩია.