ამ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური პოზიციაა იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა განსხვავებულია ჩემი პარტიის პოზიციისგან. მე მგონია, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ამ მოცემულობაში დარჩენა, როდესაც პარტიების ერთი ჯგუფი გავა ბოიკოტზე და მეორე ჯგუფი წავა არჩევნებზე. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის საფრთხე იმის, რომ ყველაზე მარტივად დაიმკვიდროს და გაიმყაროს ხელისუფლებამ თვითმმართველობის ბოლო ნაწილი. - ასმი შესახებ "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
"ეს არის ჩემი პოზიცია და არა პარტიის პოზიცია. პარტიის პოზიციაა, რომ ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა, მე მგონია, რომ ყველა პარტია, ყველა კოალიცია ან ერთ ან მეორე პოზიციაზე უნდა შეთანხმდეს იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს იქნება პოლარიზებული ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ვერც ბოიკოტს შექმნის და ვერც არჩევნებში ხელშესახებ შედეგს გამოიღებს...
...ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ შედის არჩევნებში. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ორი კოალიცია არჩევნებზე მიდის და ორი კოალიცია არ მიდის, მაშინ გამოდის, რომ ერთი ატარებს კამპანიას, რომ არჩევნების გზით ვართმევთ ხელისუფლებას და მეორე ატარებს კამპანიას, რომ არ მოხვიდეთ არჩევნებზე. ასე ვერც არჩევნებით წავართმევთ ხელისუფლებას და ვერც ბოიკოტით დავაზარალებთ ხელისუფლებას, ამას მივიღებთ... ეს იმდენად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებია, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოება კიდევ უფრო დაბნეული იქნება და კიდევ უფრო მეტად ზურგს შეაქცევს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ცალსახაა, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება." - განაცხადა ევრი დიმიტრი ცქიტიშვილი TV პალიტრას ეთერში.
ცნობისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება